რეაქციის სიჩქარის გაზომვა
სხვადასხვა რეაქცია განსხვავებული სიჩქარით მიმდინარეობს.
დაჟანგვა ძალიან ნელი რეაქციაა, აფეთქება კი - ძალიან სწრაფი.
ქიმიურ რექაციაზე თვალყურის დევნება შეიძლება პროდუქტის წარმოქმნის სიჩქარის ან მორეაგირე ნივთიერების დახარჯვის სიჩქარის გაზომვით.
ნატრიუმის თიოსულფატის ხსნარის მარილმჟავასთან ურთიერთქმედების ერთ-ერთი პროდუქტია გოგირდი, რომელიც წმინდა ყვითელი ნალექის სახით გამოიყოფა და სითხეს მღვრიეს ხდის.
რეაქციის სიჩქარის გაზომვა შესაძლებელია იმ დროის ათვლით, რომელიც საჭიროა იმდენი გოგირდის წარმოსაქმნელად, რომ სარეაქციო კოლბის ქვეშ მოთავსებულ ფურცელზე დახატული მუქი ჯვარი აღარ ჩანდეს.(??? უნდა შემოწმდეს სურათთან მიმართებაში)
.gif)
ეს მეთოდი ზომავს რეაქციის დამთავრების წერტილს.
თუ რეაქციის დროს წარმოიქმნება აირი, მისი მოცულობის რეგულარულ დროის ინტერვალში გაზომვაა შესაძლებელი აირის შპრიცის საშუალებით. ამგვარად, მთელი რეაქციის განმავლობაში შესაძლებელია სიჩქარეზე დაკვირვება.
მონაცემთა მიხედვით შესაძლებელია გრაფიკის აგება.
მაგალითად,
მაგნიუმი + მარილმჟავა მაგნიუმის ქლორიდი + წყალბადი

რეაქციის სიჩქარე ყველაზე მაღალია დასაწყისში, რადგან ამ დროს მეტი მორეაგირე ნაწილაკია.
პირველი წუთისთვის რეაქციის სიჩქრეა 14 სმ 3 წუთში.
რაც უფრო სწრაფია რეაქცია, მით უფრო ციცაბოა მრუდი.
რეაქციის დამთავრების შემდეგ მრუდი სწორდება. აღარ ხდება გაზის გამოყოფა, რადგან ერთ-ერთი ან ორივე მორეაგირე ნივთიერება გაიხარჯა.
მსგავსად, შესაძლებელია სარეაქციო ჭურჭლიდან გადინებული აირის მასის გაზომვა რეგილარული დროის ინტერვალით. ამ დროს იგება მასის დანაკარგის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. |