აირჩიეთ ენა: ENGLISH | ქართული
skoool™ Georgia logos Ministry of education NCAC INTEL
 

 
skoool updates
იხილეთ ზოგიერთი სასწავლო ობიექტი

კუთხის სახეები

ნერვული რკალი

პერიოდული სისტემა

სამყაროს წარმოშობა

კომეტები
 
skoool™.com
emis.ge

« უკან დაბრუნება 
საკვები ნივთიერებების წრებრუნვა (მაღალი საფეხური)
ხრწნის პროცესები | ნახშირბადის ციკლი | აზოტის ციკლი
 
ხრწნის პროცესები

ცოცხალი ორგანიზმები გარემოდან იღებენ ნივთიერებებს ზრდისთვის და სხვა პროცესებისთვის.

ეს ნივთიერებები ბოლოს ისევ გარემოს უბრუნდება ნარჩენი პროდუქტების სახით, როგორიცაა: ნახშირორჟანგი და შარდი, ან ორგანიზმთა სიკვდილის შემდგომ, გახრწნის შედეგად წარმოქმნილი ნივთიერებები.

მიკროორგანიზმები, როგორიცაა ბაქტერიები და სოკოები შლიან (მოინელებენ) ნარჩენ პროდუქტებს და მკვდარ ორგანიზმებს. მათ რედუცენტები ეწოდება.

ხრწნის პროცესი თბილ და ტენიან გარემოში უფრო სწრაფად მიმდინარეობს. ბევრი მიკროორგანიზმი ჟანგბადით მდიდარ გარემოში უფრო აქტიურია.

რედუცენტების როლი მნიშვნელოვანია: ისინი შლიან მკვდარ ორგანიზმებს და გამოათავისუფლებენ ნიტრატებსა და სხვა მინერალებს, რომლებიც ნიადაგს შეერევა. ეს ნაყოფიერებას უნარჩუნებს ნიადაგს და ხელს უწყობს მცენარეთა ზრდას, მცენარეები კი საკვებით უზრუნველყოფენ ცხოველებს.

როდესაც ეკოსისტემაში ყველა ნარჩენი პროდუქტი და მკვდარი ორგანიზმი დაიშლება და გადამუშავდება, ამით დასრულდება მცენარის მიერ შთანთქმული საწყისი ენერგიის გადაცემის (ტრანსფერის) სრული ციკლი.

მიკროორგანიზმების უნარს – გახრწნან და დაშალონ ნარჩენები, ადამიანი საკუთარი მიზნებისთვის იყენებს.

მიკროორგანიზმებს იყენებენ ჩამდინარე წყლებში მოხვედრილი ყოფითი ნარჩენების დასაშლელად გამწმენდ ნაგებობებში.

მიკროორგანიზმები შლიან მცენარეთა ნარჩენებს კომპოსტში. ამის შემდეგ უკვე შეიძლება "გადამუშავებული" კომპოსტის სასუქად გამოყენება ნიადაგის განოყიერების მიზნით.

ნახშირბადის ციკლი 

სტაბილურ თანასაზოგადოებაში, გარემოდან გაცემული ნივთიერებების ოდენობა გარემოში უკან დაბრუნებული ნივთიერებების ოდენობის ტოლია.
ნივთიერებები მუდმივად განიცდიან წრებრუნვას.

ყველა ორგანიზმს ესაჭიროება ნახშირბადი იმ ნივთიერებებში ჩასართავად, რომელთაგანაც აგებულია მათი სხეულები.

მცენარეები ჰაერიდან შთანთქავენ ნახშირორჟანგს, რომელიც მათ ესაჭიროებათ ფოტოსინთეზისათვის. ნახშირბადი შედის ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების შემადგენლობაში, რომელთაგან აგებულია მცენარეთა სხეული.

ნახშირბადი ცხოველთა სხეულში მცენარეულ და ცხოველურ საკვებთან ერთად ხვდება და იმ ნივთიერებათა შემადგენლობაში ერთვება, რომელთაგან აგებულია ცხოველების სხეული.

სუნთქვისას მცენარეები და ცხოველები ნახშირორჟანგს წარმოქმნიან, რომელსაც ატმოსფეროში გამოყოფენ.

რედუცენტებიც, რომლებიც მკვდარ ორგანიზმებს შლიან, სუნთქვისას ნახშირორჟანგს გამოყოფენ.

შეშა და საწვავი ნახშირბადს შეიცავს. მათი წვისას გარემოში ნახშირორჟანგი გამოიყოფა.

the_carbon_cycle

აზოტის ციკლი

აზოტი ცილების შემადგენლობაში შემავალი ძირითადი ქიმიური ელემენტია.

მიუხედავად იმისა, რომ ჰაერში აზოტის შემცველობა დაახლოებით 80%–ს აღწევს, ამ ფორმით მისი შეთვისება ორგანიზმთა უმეტესობას არ შეუძლია.
 

მწვანე მცენარეები აზოტს ნიტრატების ფორმით შეითვისებენ ნიადაგიდან და ცილების დასამზადებლად იყენებენ.

ცხოველები მცენარეებით ან სხვა მცენარისმჭამელი ცხოველებით იკვებებიან და ქმნიან საკუთარ ცილებს, რომლებიც შეიცავს აზოტს.

ბაქტერიები და სოკოები შლიან ცხოველთა ნარჩენ პროდუქტებს, აგრეთვე მკვდარი მცენარეებიდან და ცხოველებიდან გამოთავისუფლებულ ცილებს. ამ დროს წარმოიქმნება ამონიუმის ნაერთები.

ნიადაგში ნიტრიფიკაციის ბაქტერიები ამონიუმის ნაერთებს ნიტრატებად გარდაქმნიან და მცენარე მათ შეითვისებს.

არსებობს სპეციფიკური ჯგუფი ბაქტერიებისა – აზოტფიქსაციის ბაქტერიები, რომელთაც შეუძლიათ ატმოსფერული აზოტის გამოყენება და მისგან ამონიუმის ნაერთების წარმოება. ისინი ნიადაგში ან ზოგიერთი მცენარის ფესვებზე არსებულ კოჟრებში გვხვდებიან.

ზოგიერთი არასასარგებლო ბაქტერია ნაჭაობარ ნიადაგებშია გავრცელებული.ისინი შლიან ნიტრატებს და თავისუფალ აზოტს (გაზს) გამოყოფენ გარემოში. ასეთი სახით არსებული აზოტის შეთვისება მცენარეს ისევ არ შეუძლია.

ამ ბაქტერიებს დენიტრიფიკაციის ბაქტერიები ეწოდება.

the_nitrogen_cycle_2


Copyright © 2011 Intel Corporation  skoool-ის შესახებ  მხარდამჭერთა შესახებ  კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება