ენერგია და კვებითი ჯაჭვები
ყველა ცოცხალ ორგანიზმს სჭირდება ენერგია.
ცხოველები მცენარეებით ან სხვა ცხოველებით იკვებებიან და ამ გზით იღებენ ენერგიას. მათ კონსუმენტები ეწოდებათ.
მწვანე მცენარეები მზისგან იღებენ სინათლის ენერგიას, რომელსაც ფოტოსინთეზის გზით საკუთარი საკვების საწარმოებლად იყენებენ.
ისინი ენერგიას ქიმიურ ნივთიერებებში აკუმულირებული ფორმით ინახავენ მცენარეულ უჯრედებში.
მწვანე მცენარეებს პროდუცენტებს უწოდებენ, ვინაიდან ისინი ენერგიას ისე უცვლიან სახეს (ისეთ ფორმაში გადაჰყავთ), რომ სხვა ორგანიზმებმაც შეძლონ მისი გამოყენება.
ამრიგად, პირველწყარო ენერგიისა ყველა ცოცხალისთვის არის მზე.
კვებითი ჯაჭვიდან ჩანს, თუ როგორ ხდება ენერგიის გადაცემა ცოცხალ სისტემაში.
მაგალითად:
მარცვლეული ძროხა ადამიანი
მწარმოებელი პირველადი კონსუმენტი მეორადი კონსუმენტი
საშუალოდ, მზიდან გამომავალი სინათლის ენერგიის მხოლოდ 10% ინახება მცენარეთა ქსოვილებში.
თუკი ცხოველი შეჭამს მცენარეს, ის მხოლოდ დაახლოებით 10%–ს მოიხმარს ახალი ცხოველური ქსოვილების ასაგებად. დანარჩენი – ცხოველის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებას, სითბოს შენარჩუნებას და მოძრაობას მოხმარდება, ნაწილი კი იკარგება განავლის და შარდის სახით.
დიდი ზომის ძუძუმწოვრები და ფრინველები ბევრ ენერგიას კარგავენ გარემოში გამოყოფილი სითბოს სახით. ეს იმით აიხსნება, რომ ამ ორგანიზმებს სჭირდებათ სხეულის მუდმივი ტემპერატურის შენარჩუნება, რომელიც, ჩვეულებრივ, გარემოს ტემპერატურაზე მაღალია.
სქემაზე ნაჩვენებია, თუ რა ოდენობით ენერგია გადაეცემა კვებით ჯაჭვში ერთი რგოლიდან მეორეს.

|