კონკურენცია და პოპულაციები
ორგანიზმები ერთმანეთს ეჯიბრებიან რესურსებისათვის.
ცხოველებს შორის არის კონკურენცია ტერიტორიისთვის, წყლისთვის და საკვებისთვის.
მცენარეებს შორის არის კონკურენცია სინათლისთვის, სივრცისთვის, წყლისთვის და ნიადაგიდან მოსაპოვებელი საკვებისთვის.
პოპულაცია არის ერთ ჰაბიტატში მოსახლე ერთი სახეობის ინდივიდთა ერთობლიობა.
თანასაზოგადოება არის ერთ და იმავე ჰაბიტატში მოსახლე ყველა ცოცხალი ორგანიზმის ერთობლიობა.
თანასაზოგადოებაში პოპულაციების ზრდა შეზღუდულია და დამოკიდებულია საკვების ხელმისაწვდომობაზე.
სტაბილურ გარემოში მტაცებლებისა და მათი მსხვერპლის პოპულაციათა რიცხობრიობა განსაზღვრულ ფარგლებში მერყეობს, როგორც ეს გრაფიკიდან ჩანს.
თუკი მსხვერპლის პოპულაცია გაიზარდება, მტაცებლებს მეტი საკვები გაუჩნდებათ და, შესაბამისად, მათი პოპულაციაც გაიზრდება.
მაგრამ რაც უფრო მეტად გაიზრდება მტაცებელთა პოპულაცია, მით უფრო გაიზრდება მოთხოვნილება საკვებზე და, საბოლოოდ, მსხვერპლის პოპულაცია შემცირდება.
ეს კი ნიშნავს, რომ მტაცებლებს შეუმცირდებათ საკვები და მათი პოპულაციაც ისევ შემცირდება.

|