|
 |
|
 |
|
 |
 |
 |
|
 |
|
|
|
|
სივრცული (3D) სხეულები | ფიგურის შლილი | წრეწირები
|
3D სხეულები
სივრცული ფიგურის შემადგენელი ნაწილებია:
გვერდი ანუ წახნაგი - 3D სხეულის შემადგენელი ბრტყელი ფიგურები
წვეროები - იგივეა რაც კუთხეები
წიბოები - გვერდების გადაკვეთით მიღებული მონაკვეთები
სხვადასხვა სხეულის შემადგენელი ნაწილები ნაჩვენებია დიაგრამაზე.
|
.jpg)
|
შენიშვნა: ნებისმიერი ფიგურისთვის არსებობს ფორმულა, რომელიც აკავშირებს გვერდების (F), წიბოების (E), და წვეროების (V) რაოდენობას. ცხრილში მოცემულია ეს რაოდენობები სამი სხეულისთვის.
|
სხეული |
წვეროები |
გვერდები |
წიბოები |
მართკუთხა პარალელეპიპედი |
8 |
6 |
12 |
სამკუთხა პრიზმა |
6 |
5 |
9 |
პირამიდა |
5 |
5 |
8 |
|
|
გამოიყენეთ ცხრილი და შეამოწმეთ ქვემოთ მოცემული ფორმულა : |
|
|
3D ფიგურების სიბრტყეზე ან იზომეტრულ ქაღალდზე დასახაზად საჭიროა მცირეოდენი არჯიში.. |
|
შლილი
შესაძლებელია 3D სხეულის ყველა გვერდის სიბრტყეზე გადატანა, სხვანაირად რომ ვთქვათ, ფიგურის "გაბრტყელება". ამგვარ ნახაზს ფიგურის შლილი ეწოდება. |
|
მაგალითად: |
მართკუთხა პარალელეპიპედის შლილია |

|
ერთ ფიგურას რამოდენიმე განსხვავებული შლილი შეიძლება ქონდეს. თუ შლილი სწორად არის დახაზული, მაშინ მისი საშუალებით უნდა შეგვეძლოს ფიგურის აღდგენა ისე, რომ გვერდებმა არ გადაფაროს ერთმანეთი.
ზემოთ ნაჩვენებია მართკუთხა პარალელეპიპედის ორი შლილი. შესაძლებელია თუ არა სხვა შლილების შედგენა?
|
წრეწირი
|
დიაგრამაზე ნაჩვენებია წრეწირის ყველა ნაწილი.
|

|
ძირითადი ნაწილები :
|
რადიუსი(r) |
ცენტრი(O) |
გარშემოწერილობა(C) |
დიამეტრი(d) |
|
სექტორი- ორ რადიუსს შორის მოქცეული წრეწირის ნაწილი.
|
რკალი - წრეწირის გარშემოწერილობის ნაწილი
|
ქორდა – მონაკვეთი, რომელიც აერთებს ორ წერტილს წრეწირზე.
|
სეგმენტი – ქორდით მოჭრილი წრეწირის ნაწილი.
|
მხები – წრეწირის გარეთ მდებარე (P) წერტილიდან გავლებული წრფე, რომელიც წრეწირს მხოლოდ ერთ (Q) წერტილში ეხება.
|
შენიშვნა: დიამეტრი ორჯერ რადიუსის ტოლია
|
|
მაგალითი: |
1) თუ r=6მ, იპოვეთ დიამეტრი |
d= 2 x 6 = 12მ |
2) თუ d=18სმ, იპოვეთ რადიუსი |
18 = 2 x r
r = 9სმ |
|
|
|
|
|