|
 |
|
 |
|
 |
 |
 |
|
 |
|
|
|
|
შესაძლებლობების დათვლა | შესაძლებლობათა სივრცე | ხისებრი დიაგრამა | მოსალოდნელი ალბათობა
|
შესაძლებლობების დათვლა
მაგალითი: გვაქვს ორი ყუთი. თითოეულში მოთავსებულია ერთი წითელი, ერთი ყვითელი და ერთი მწანე ფირფიტა.
თითოეული ყუთიდან ვიღებთ ფირფიტას. ჩაწერეთ ყველა შესაძლო ხდომილობა.
წ ყ |
წ მ |
წ წ |
ყ წ |
ყ მ |
ყ ყ |
მ წ |
მ ყ |
მ მ |
იმისათვის, რომ ჩამოვთვალოთ ყველა შესაძლო ხდომილობა, ვიწყებთ წითელი ფირფიტით პირველ ყუთში და ვწერთ ყველა შესაძლო ვარიანტს, შემდეგ ვიწყებთ ყვითელი ფირფიტით პირველი ყუთიდან, და ბოლოს, ჩავწერთ ყველა შესაძლო ვარიანტს მწვანე ფირფიტის ამოღების შემთხვევაში.
მივიღებთ 9 შემთხვევას.
ამ ცხრილის დახმარებით შეგვიძლია დავთვალოთ რაიმე ხდომილობის ალბათობა.
მაგალითად, P(ორი ერთნაირი ფერის ფირფიტა)
|
= 3/9 (ხელსაყრელი ხდომილობები გაფერადებულია) |
|
= 1/3 |
|
შესაძლებლობათა სივრცე
უფრო რთულ შემთხვევაში შეგვიძლია გამოვიყენოთ ცხრილი.
მაგალითი: ვაგორებთ ერთ კამათელს და ვაგდებთ მონეტას.ჩამოთვალეთ ამ სიტუაციისთვის დამახასიათებელი ყველა შესაძლო ხდომილობა.
ამ შემთხვევაში ქვემოთ ნაჩვენები შესაძლებლობათა სივრცის გამოყენებაა შესაძლებელი.
|
 |
სულ 12 ვარიანტია. მათი გამოყენება ალბათობის დასათვლელად შემდეგნაირად შეიძლება.
მაგალითად, გამოთვალეთ ლუწი რიცხვის და საფასურის მოსვლის ალბათობა.
P(ლუწი რიცხვი და საფასური)
|
= 3/12 (გაფერადებული შემთხვევები) |
|
= 1/4 |
|
ხისებრი დიაგრამა
ორი ან მეტი ურთიერთკავშირში მყოფი ხდომილობის ალბათობის დასათვლელად მოსახერხებელია ხისებრი დიაგრამის გამოყენება.
მაგალით: ყუთში გვაქვს 4 მწვანე და 6 ლურჯი ფირფიტა. შემთხვევით ვარჩევთ ერთ ფირფიტას და შემდეგ ვაბრუნებთ ყუთში. შემდეგ ვიღებთ მეორე ფირფიტას. დათვალეთ იმის ალბათობა, რომ ამოღებული ფირფიტები ერთი ფერისაა.
ხდომილობები დაალაგეთ ტოტების ბოლოებში, როგორც ეს ნაჩვენებია დიაგრამაზე. თითოეულ ტოტზე მითითებულია ხდომილობის შესაბამისი ალბათობა.
|
 |
ჩვენთვის ხელსაყრელი ხდომილობებია ორი მწვანე ან ორი ლურჯი ფირფიტა.
ხელსაყრელ ხომილობამდე მიმავალ შტოზე არსებული ყველა ტოტის ალბათობა უნდა გადაამრავლოთ.
P(მ მ ) |
= 4/10 x 4/10
|
|
= 16/100
|
ხისებრ დიაგრამაში შტოებს შორის გადაადგილებისას ალბათობები იკრიბება.
|
ე.ი. P(მმ ან ლლ) |
= 16/100 + 36/100
|
|
= 52/100
|
|
= 13/25
|
|
მოსალოდნელი ალბათობა
როდესაც გვჭირდება ალბათობის დათვლა ცდის ჩატარებისას,
ხელსაყრელ ხდომილობათა მოსალოდნელი რაოდენობა = P(ხდომილობა) x ცდათა რიცხვი(ჩატარებული ცდების რაოდენობა საკმარისად დიდი უნდა იყოს) |
მაგალითი: მონეტის 1000–ჯერ აგდებისას, საფასურების მოსალოდნელი რაოდენობა = 1/2 x 1000 = 500
|
|
|
|