|
 |
|
 |
|
 |
 |
 |
|
 |
|
|
|
|
ექვივალენტური წილადები | სხვა სახის წილადები | წილადის შეკვეცა | შეკრება და გამოკლება
გამრავლება | გაყოფა | წილადის ჩაწერა ათწილადის სახით
|
ექვივალენტური წილადები
ეს მართკუთხედი დაყოფილია 8 ტოლ ნაწილად.
თითოეული ნაწილი მთლიანი მართკუთხედის ერთი მერვედია (1/8).
1/8
|
1/8
|
1/8
|
1/8
|
1/8
|
1/8
|
1/8
|
1/8
|
დიაგრამაზე ნაწილების შეღებვა.
ამ მართკუთხედის სამი მეოთხედი ნაწილია შეღებილი.
თითოეული მეოთხედი შედგება ორი მერვედი ნაწილისგან. მაშასადამე 3/4 და 6/8 ტოლი რიცხვებია.
ასეთ წილადებს ექვივალენტური ეწოდება, 3/4 = 6/8
თუ წილადის მრიცხველს და მნიშვნელს ერთი და იიგივე რიცხვზე გავამრავლებთ, მივიღებთ ექვივალენტურ წილადს.
1/2 = 3/6 (წილადის მნიშვნელი და მრიცხველი გამრავლებულია 3–ზე)
2/3 = 8/12 (წილადის მნიშვნელი და მრიცხველი გამრავლებულია 4–ზე)
|
სხვა სახის წილადები
1. არაწესიერი წილადი
არაწესიერია წილადი, რომლის მრიცხველი მეტია მნიშვნელზე. მაგალითად, 3/2 არაწესიერი წილადია.
2. შერეული წილადი
შედგება მთელი და წილადი ნაწილებისგან. მაგალითად, 1½.
შერეული წილადი შეგვიძლია გადავაქციოთ არაწესიერ წილადად.
მთელ ნაწილს ვამრავლებთ წილადი ნაწილის მნიშვნელზე და მიღებულ შედეგს ვუმატებთ მრიცხველს
ანუ 2 x 1 + 1 = 3. შედეგად მივიღებთ |
3
2 |
|
მაგალითად, |
5 |
2
3 |
=
|
3 x 5 + 2
3
|
=
|
17
3
|
|
|
არაწესიერი წილადის ჩაწერა შერეული წილადის სახით
17
3
|
= 17 ÷ 3 = 5, ხოლო ნაშთია 2
|
|
მაშასადამე გვაქვს 5 მთელი და 2/3 |
(5 |
2
3 |
) |
|
წილადის შეკვეცა
შეკვეცის შედეგად მივიღებთ წილადს, რომლის მრიცხველს და მნიშვნელს არ აქვთ საერთო გამყოფი.
წილადის მრიცხველს და მნიშვნელს ვყოფთ ერთი და იგივე რიცხვზე.
მაგალითი: |
5/10 = 1/2 (წილადის მნიშვნელი და მრიცხველი გაყავით (შეკვეცეთ) 5–ზე)
6/8 = 3/4 (შეკვეცეთ 2–ზე)
12/20 = 3/5 (შეკვეცეთ 4–ზე)
|
|
შენიშვნა: |
1/2, 3/4 და 3/5 აღარ იკვეცება. |
|
წილადის ჩაწერა
მაგალითი: თქვენ გქონდათ 20 კანფეტი. 15 შეჭამეთ. კანფეტების რა ნაწილი შეგიჭამიათ?
თქვენ შეჭამეთ 15 კანფეტი 20–დან. წილადის სახით ეს ჩაიწერება როგორც 15/20.
საბოლოო პასიუხში შეკვეცა აუცილებელია. 15/20 = 3/4 (შეკვეცეთ 5–ზე)
რიცხვის ნაწილის პოვნა
მაგალითი 1: იპოვეთ 8–ის 3/4 ნაწილი.
წესი: მოცემული რიცხვი გაყავით წილადის მნიშვნელზე და შედეგი გაამრავლეთ მრიცხველზე.
8 ÷ 4 x 3 = 6
8–ის
3/4 = 6
|
|
მაგალითი 2:15–ის 2/5 = 15 ÷ 5 x 2 = 6
|
წილადების შეკრება და გამოკლება
მაგალითები: |
3/5 + 1/5 = 4/5
4/5 – 1/5 = 3/5
2/7 + 3/7 = 5/7
7/8 – 3/8 = 4/8 = 1/2 |
|
თუ წილადების მნიშვნელები ტოლია, მაშინ უბრალოდ შეკრიბეთ ან გამოაკელით მათი მრიცხველები.
თუ წილადების მნიშვნელები განსხვავებულია, მაშინ მნიშველები უნდა გავათანაბროდ საჭირო რიცხვზე გამრავლებით. ამ ნოქმედებას გაერთმნიშვნელიანება ეწოდება.
მაგალითი 1:
|
1/2 + 1/3 = ?
2 x 3 = 6 |
|
იმისათვის, რომ შესაკრები წილადების მნიშვნელში მივიღოთ 6, თითოეული წილადის მნიშვნელი და მრიცხველი ერთი და იგივე რიცხვზე უნდა გავამრავლოთ.
1/2 + 1/3 = |
3
6 |
+
|
2
6 |
=
|
5
6 |
|
მართლაც, 1/2 = 3/6 და 1/3 = 2/6. ამ ორი წილადის შეკრების შედეგია 5/6.
მაგალითი 2: |
4/5 – 2/3 = ?
(5 x 3 =15)
4/5 = 12/15 და 2/3 = 10/15
ე.ი. 12/15 – 10/15 = 2/15
|
|
შერეული რიცხვები
ჯერ ვკრებთ ან ვაკლებთ მოცემული შერეული წილადების მთელ ნაწილებს, ხოლო შემდეგ წილად ნაწილებს.
მაგალითი:
|
5 |
7
12
|
–
|
2 |
1
3 |
=
|
3 |
3
12
|
=
|
3 |
1
4 |
|
|
წილადების გამრავლება
წილადების გამრავლებისას, მრიცხველი მრავლდება მრიცხველზე და მნიშვნელი მნიშვნელზე. მიღებული წილადი შეკვეცეთ.
მაგალითი 1: |
3/4 x 2/3 |
=
|
3 x 2
4 x 3
|
=
|
6/12 = 1/2 |
|
|
|
|
|
წილადების გამრავლებისას, ჯვარედინადაც შეიძლება შეკვეცოთ.
მაგალითი 2: 15/16 x 24/35 = ?
15 და 35 იკვეცება 5–ზე. შედეგად მივიღებთ 3/16 x 24/7
16 და 24 იკვეცება 8–ზე. შედეგად მიიღება 3/2 x 3/7
და ბოლოს, 15/16 x 24/35 = 3/2 x 3/7 = 9/14
შერეული წილადების გამრავლება
მაგალითი 3: |
3 |
1
4 |
x
|
2
|
1
3 |
= ? |
|
გადააქციეთ არაწესიერ წილადად:13/4 x 7/3
|
=
|
91/12 =7 7/12 |
|
წილადების გაყოფა
წესი: გამყოფი წილადის შებრუნებით გაყოფა ( ÷) გადაიქცევა გამრავლებად (x). შემდეგ გამოიყენეთ წილადების გამრავლების წესი.
მაგალითი: |
3/4 ÷ 1/2 = 3/4 x 2/1 = 6/4 = 1
|
2
4 |
=
|
1½ |
|
შერეული წილადების გაყოფისას
3 |
1
4 |
÷
|
2 |
1
3 |
= 13/4 x 3/7 = 39/28 =
|
1 |
11
28 |
|
გადააქციეთ არაწესიერ წილადებად და გამოიყენეთ ზემოთ აღწერილი წესი. |
|
წილადის ჩაწერა ათწილადის სახით
წესი: გაყავით წილადის მრიცხველი მნიშვნელზე.
მაგალითი 1: |
3/4 = 3 ÷ 4 = 0. 75 |
|
|
|
|
ან
|
3/4 = 75/100 = 0.75 |
(წილადის მრიცხველი და მნიშვნელი გაამრავლეთ 25–ზე) |
|
|
|
|
|
|
მაგალითი 2 : |
3/5 = 3 ÷ 5 = 0.6 |
|
|
|
|
ან
|
3/5 = 6/10 = 0.6 |
(წილადის მრიცხველი და მნიშვნელი გაამრავლეთ 2–ზე) |
|
|
|
შენიშვნა: მეორე ხერხი სასარგებლოა კალკულატორის გარეშე მუშაობისას. |
|
|
|
|