|
 |
|
 |
|
 |
 |
 |
|
 |
|
|
|
|
თანრიგი | ათწილადების შეკრება და გამოკლება | ათწილადების გამრავლება | ათწილადების გაყოფა | სხვა მოქმედებები
|
თანრიგი
ათწილადში შემავალი თითეული ციფრი გარკვეული მნიშვნელობის მატარებელია, რომელიც დამოკიდებულია ამ ციფრის ადგილზე ათწილადში.
ზოგიერთი თანრიგის დასახელება (მნიშვნელობა) ცხრილშია მოცმული:
მნიშვნელობა
|
ათეულები
|
ერთეულები
|
.
|
მეათედი
|
მეასედი
|
ციფრი
|
6
|
5
|
.
|
2
|
5
|
პირველი 5–ის მნიშვნელობაა 5 ერთეული, ვინაიდან იგი ერთეულების თანრიგში დგას.
მეორე ხუთიანის მნიშვნელობაა 5 მეასედი, ვინაიდან იგი მეასედების თანრიგში დგას.
|
ათწილადების შეკრება და გამოკლება
წესი: ათწილადები ერთმანეთის ქვეშ ჩაწერეთ ისე, რომ წერტილები ერთ სვეტში აღმოჩნდეს. შემდეგ შეძლებთ შესაბამისი სვეტების შეკრებას ან გამოკლებას.
მაგალითი: 6.23 + 17.58 + 0.452
|
6
|
.23 |
|
|
|
17
|
.58 |
|
|
+
|
0
|
.452 |
|
|
|
24
|
.262 |
|
|
ათწილადების ერთმანეთის ქვეშ სწორად განლაგების შემდეგ ვკრებთ ან ვაკლებთ მთელი რიცხვების ანალოგიურად.
45.37 – 3.76 |
45.37
|
|
|
-
|
3.76
|
|
|
|
41.61
|
|
|
|
ათწილადების გამრავლება
ა. მარტივი შემთხვევა
გამრავლება მთელი რიცხვების ანალოგიურად ხდება. წერტილს დავწერთ მაშინ, როდესაც იგი შეგვხვდება გამრავლების პროცესში.
ბ. რთული შემთხვევა
4.32 x 5.2
ე.ი. 432 x 52 = 22464
|
ამ შემთხვევაშიც გამრავლება მთელი რიცხვების მსგავსია. წერტილი შემდეგნაირად უნდა დავწეროთ:
4.32 გვაძლევს ორ ციფრს წერტილის შემდეგ
5.2 გვაძლევს ერთ ციფრს წერტილს შემდეგ
2+1 = 3, მაშასადამე, ნამრავლში ათწილადის გამყოფი წერტილის შემდეგ უნდა იყოს 3 ციფრი.
22.464
4.32 x 5.2 = 22.464
|
|
|
ათწილადების გაყოფა
ა. ათწილადის გაყოფა მთელ რიცხვზე
ამ შემთხვევაში გაყოფის პროცედურა მთელი რიცხვების გაყოფის მსგავსია. არ დაგავიწყდეთ წერტილის შესაბამის ადგილზე ჩაწერა.
მაგალითი: |
12.45 ÷ 5 |
= 2.49
|
|
|
|
 |
|
|
|
^
|
|
|
|
წერტილები ერთმანეთის ქვეშ იწერება |
ბ. ათწილადის ათწილადზე გაყოფა
6.25
|
÷
|
0.5
|
= 12.5
|
x 10
|
|
x10
|
|
0.5 მრავლდება 10–ზე, რათა იგი გადავაქციოთ მთელ რიცხვად. იმისათვის, რომ ეს მოქმედება საბოლოო შედეგზე არ აისახოს, 6.25 აუცილებლად უნდა გამრავლდეს 10–ზე.
62.5 ÷ 5 = 12.5
წესი: ათწილადზე გაყოფისას, გამყოფი უნდა ვაქციოთ მთელ რიცხვად, რაც შესაძლებელია მისი 10, 100,…… გამრავლების შედეგად. სწორი განაყოფის მისაღებად, გამყოფიც უნდა გამრავლდეს იგივე რიცხვზე.
ნაშთიანი გაყოფის ჩაწერა შესაძლებელია ათწილადის სახით: 17 ÷ 4 = 4.25
წერტილის შემდეგ ნებისმიერი ოდენობის ნულის მიწერაა შესაძლებელი. შემდეგ, გაყოფის ოპერაცია მთელი რიცხვების გაყოფის მსგავსად ხორციელდება.
|
|
სხვა მოქმედებები
ათწილადის გაყოფა ან გამრავლება 10, 100,…
5.76 x 10 = 57.6
|
|
165.8 ÷ 10 = 16.58
|
5.76 x 100 = 576.0 |
|
165.8 ÷ 100 = 1.658 |
შენიშვნა: ამ შემთხვევაში მარტივი წესი მოქმედებს.
წერტილი იმდენი ადგილით გადაადგილდება, რამდენი ნულიც აქვს თანამამრავლს ან გამყოფს.
გამრავლებისას წერტილი გადაადგილდება მარჯვნივ, ხოლო გაყოფისას – მარცხნივ.
5.76 x 1000 = 5760.0 |
|
165.8 ÷ 1000 = 0.1658 |
(წერტილი გადავიდა 3–ით მარჯვნივ) |
|
( წერტილი გადავიდა 3–ით მარცხნივ) |
ათწილადის ჩაწერა წილადის სახით
|
|
.
|
მეათედი
|
მეასედი
|
0.25
|
=
|
0.
|
2
|
5
|
ათწილადის წილადი ნაწილი იყოფა უკაასკნელი არანულოვანი თანრიგის მნიშვნელობაზე.
|
|
|
|