 |
|
 |
 |
 |
|
 |
|
|
|
|
მარტივი რიცხვები | სრული კვადრატი | სრული კუბი | გამყოფები | ჯერადები
|
მარტივი რიცხვები
მარტივ რიცხვს მხოლოდ ორი გამყოფი აქვს, 1 და თავისი თავი.
უცირესი მარტივი რიცხვია 2.
2-ის გამყოფებია 2 და 1.
პირველი 20 მარტივი რიცხვია: 2, 3, 5, 7, 11, 13, 17, 19, 23, 29, 31, 37, 41, 43, 47, 53, 59, 61, 67, 71.
ხშირად, რთულია დავადგინოთ მარტივია თუ არა რიცხვი. მაგალითად ავიღოთ 51. ამ შემთხვევაში გაყავით ეს რიცხვი 3 ან 7.
მაგ. 51 ÷ 3 = 17
მაშასადამე, 51 არ არის მარტივი.
|
სრული კვადრატი
სრული კვადრატი არის რაიმე რიცხვის თავის თავზე ნამრავლი .
მაგალითად, 2 x 2 = 4
4 არის სრული კვადრატი.
პირველი 10 სრული კვადრატია : 1, 4, 9, 16, 25, 36, 49, 64, 81, 100.
კვადრატული ფესვი სრული კვადრატიდან მთელი რიცხვია.
მაგალითად, კვადრატული ფესვი 16–დან არის 4.
კვადრატული ფესვის ამოსაღებად უნდა ვიპოვოთ ისეთი რიცხვი, რომელიც თავის თავზე გამრავლებისას გვაძლევს ფესვის ქვეშ არსებულ რიცხვს. 16–ის ფესვი არის 4, ვინაიდან 4 x 4 = 16. კვადრატული ფესვის აღმნიშვნელი სიმბოლოა ანუ, 16 = 4
|
სრული კუბი
რიცხვის სრული კუბი ამ რიცხვის თავის თავზე სამჯერ გამრავლების შედეგად მიიღება.
მაგალითად: 2 x 2 x 2 = 8
ე.ი. 8 სრული კუბია.
პირველი 5 სრული კუბია: 1, 8, 27, 64, 125.
|
გამყოფები
რიცხვები, როლებზეც მოცემული რიცხვი უნაშთოდ იყოფა, ამ რიცხვის გამყოფებია.
მაგალითი 1: 12–ის გამყოფებია 1, 2, 3, 4, 6, და12, ვინაიდან:
12 ÷ 1 = 12
12 ÷ 2 = 6
12 ÷ 3 = 4
12 ÷ 4 = 3
12 ÷ 6 = 2
12 ÷ 12 = 1
მაგალითი 2: 20–ის გამყოფებია 1, 2, 4, 5, 10, და 20.
შენიშვნა: მარტივ რიცხვს მხოლოდ ორი გამყოფი აქვს, 1 და თვითონ ეს რიცხვი.
მაგალითად, 7–ს მხოლოდ ორი გამყოფი აქვს, 1 და თვითონ 7.
|
ჯერადები
ჯერადი მიიღება მოცემული რიცხვის ნებისმიერ რიცხვზე გამრავლების შედეგად.
5–ის ჯერადებია 5, 10, 15, 20, ...................
ვინაიდან 5 x 1 = 5
5 x 2 = 10
5 x 3 = 15
5 x 4 = 20
თუ 1–ს გავყოფთ მოცემულ რიცხვზე, მივიღებთ მის შებრუნებულს.
მაგალითად, 4–ის შებრუნებულია ¼.
|
|