|
 |
|
 |
|
 |
 |
 |
|
 |
|
|
|
|
ზედა და ქვედა ზღვარი | ამოცანები
|
ზედა და ქვედა ზღვარი
ხშირად საჭიროა გაზომვის სიზუსტის დადგენა, რაც ნიშნავს, რომ გვაქვს გასაზომი სიდიდის უდიდესი მნიშვნელობა (ზედა ზღვარი) და უმცირესი მნიშვნელობა (ქვედა ზღვარი).
მაგალითი:
საძიებელი სიგრძეა 15 სმ (სანტიმეტრის სიზუსტით)
უმცირესი მნიშვნელობა = 14.5სმ
ვინაიდან 14.4 დამრგვალების შედეგად მოგვცემს 14სმ–ს სანტიმეტრის სიზუსტით.
უდიდესი მნიშვნელობა = 15.49999…სმ
ეს რიცხვი შეგვიძლია ჩავწეროთ, როგორც 15.5სმ.
წესი: თუ გაზომვის სიზუსტის ერთეული მოცემულია, მაშინ ზედა და ქვედა ზღვარი იქნება გაზომვის შედეგს დამატებული/გამოკლებული სიზუსტის ერთეულის ნახევარი.
მაგალითად, გაზომვის შედეგია 2.8სმ მილიმეტრის სიზუსტით, ანუ გაზომვის სიზუსტეა = 0.1
მაქსიმუმი = 2.8 + 0.1/2 = 2.8 + 0.05 = 2.85
მინიმუმი = 2.8 - 0.1/2 = 2.8 – 0.05 = 2.75
|
|
ამოცანები
მაგალითი 1:
მართკუთხედის სიგრძე და სიგანე შესაბამისად 12სმ და10სმ–ია. გამოთვალეთ ამ მართკუთხედის ფართობის უდიდესი მნიშვნელობა სანტიმეტრის სიზუსტით.
მაქსიმალური სიგრძე = 12 + 0.5 = 12.5სმ
მაქსიმალური სიგანე = 10 + 0.5 = 10.5სმ
მაქსიმალური ფართობი = 12.5 x 10.5 = 131.25სმ2
|
მაგალითი 2:
იპოვეთ 500 ÷ 100 გამოსახულების უდიდესი მნიშვნელობა (ასეულის სიზუსტით)
500–ის მაქსიმუმი = 500 + 50 = 550
100–ის მინიმუმი = 100 – 50 = 50
500 ÷ 100 გამოსახულების მაქსიმუმია 550 ÷ 50 = 11
|
შენიშვნა: გაყოფისას
გამოსახულების უდიდესი მნიშვნელობაა მაქსიმუმი ÷ მინიმუმზე.
გამოსახულების უმცირესი მნიშვნელობაა მინიმუმი ÷ მაქსიმუმზე
|
გამოკლებისას
უდიდესი მნიშვნელობა = მაქსიმუმი – მინიმუმი
უმცირესი მნიშვნელობაა = მინიმუმი – მაქსიმუმი
|
|
|
|
|