აირჩიეთ ენა: ENGLISH | ქართული
skoool™ Georgia logos Ministry of education NCAC INTEL
 

 
skoool updates
იხილეთ ზოგიერთი სასწავლო ობიექტი

კუთხის სახეები

ნერვული რკალი

პერიოდული სისტემა

სამყაროს წარმოშობა

კომეტები
 
skoool™.com
emis.ge

« back 
რიცხვი - პირდაპირი და უკუპროპორცია  
პირდაპირი პროპორცია | უკუპროპორცია
 

პირდაპირი პროპორცია

თუ ორი სიდიდე პირდაპირ პროპორციულია, მაშინ რამდენჯერაც იცვლება ერთი, იმდენივეჯერ იცვლება მეორე.

რამდენჯერაც იზრდება ან კლებულობს პირველი, იმდენივეჯერ იზრდება ან კლებულობს მეორე.

მაგალითი 1:
კანფეტების ფასი შეძენილი კანფეტების რაოდენობის პირდაპირ პროპორციულია .

თუ ერთი კანფეტი 10 თეთრი ღირს, მაშინ 5 კანფეტის ფასი იქნება 5 x 10 = 50 თეთრი
ან
თუ 10 კანფეტის ფასია 60 თეთრი, 1 კანფეტი 60/10 = 6 თეთრი ღირს.

მეთოდი
თუ დამოკიდებულება პირდაპირ პროპორციულია, ვიპოვით ერთი ერთეულის მნიშვნeლობას გაყოფის საშუალებით, შემდეგ გავამრავლებთ, რათა გამოვთვალოთ საძიებელი სიდიდე.

მაგალითად, მანქანას სჭირდება 20 ლიტრი საწვავი ყოველ 140 კილომეტრზე. რამდენი ლიტრი საწვავი იქნება საჭირო 35 კილომეტრის გასავლელად?
1კმ = 20/140
35 კმ = 20/140 x 35 = 5 ლიტრი

წესი: გაყავით, რათა იპოვოთ ერთი ერთეულის მნიშვნელობა და გაამრავლეთ საბოლოო შედეგის მისაღებად.

 

უკუპროპორცია

თუ ორი სიდიდე უკუპროპორციულია, პირველის ზრდის შედეგად მეორე სიდიდე შემცირდება.

მაგალითი:
4 მუშა კედელს 4 დღეში აშენებს. რამდენ დღეში ააშენებს იმავე კედელს 2 მუშა? (ყველა მუშა თანაბარი სიჩქარით მუშაობს)

უპირველეს ყოვლისა დაადგინეთ რა ტიპის პროპორციაა მოცემულ ამოცანაში.

ამ შემთხვევაში, ხელოსნების რაოდენობის შემცირებით სამუშაოს დასასრულებლად საჭირო დრო გაიზრდება. მაშასადამე დამოკიდებულება უკუ პროპორციულია.


ხერხი
8 მუშა სამუშაოს ასრულებს 4 დღეში

1 მუშას დასჭირდება 8 x 4 = 32 დღე
2 მუშა კედელს ააშენებს 32/2 = 16 დღეში

ამ შემთხვევაში ერთი ერთეულის შესაბამისი მნიშვნელობის გამოსათვლელად ვიყენებთ გამრავლებას. საბოლოო პასუხის საპოვნელად კი ვყოფთ.

შენიშვნა: ეს პროცესი პირდაპირი პროპორციის შებრუნებულია.


Copyright © 2011 Intel Corporation  skoool-ის შესახებ  მხარდამჭერთა შესახებ  კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება