|
 |
|
 |
|
 |
 |
 |
|
 |
|
|
|
|
|
მცენარის მიერ წყლის მოხმარება | მცენარის სატრანსპორტო სისტემები | ტრანსპირაცია | ფოთლის სტრუქტურა |
|
მცენარის მიერ წყლის მოხმარება
მცენარეები წყალს სხვადასხვა დანიშნულებით მოიხმარენ:
-
ფოტოსინთეზისათვის
-
გახსნილი ქიმიური ნივთიერებების ტრანსპორტირებისათვის
-
გასაგრილებლად, რაც ფოთლებიდან წყლის აორთქლებით მიიღწევა
-
უჯრედთა სიმტკიცის შესანარჩუნებლად, რაც ერთგვარი საყრდენია მცენარისათვის
როდესაც წყალი ოსმოსის გზით შედის მცენარეში, უჯრედშიდა წნევა იზრდება და ვაკუოლი უჯრედის კედლიდან ცენტრისკენ გადაინაცვლებს.
სწორედ ეს წნევა განაპირობებს უჯრედთა რიგიდულობას (ტურგორის შენარჩუნებას), რაც, თავის მხრივ, სიმტკიცეს ანიჭებს მცენარეს.
|
მცენარის სატრანსპორტო სისტემები
წყალი და საკვები ნივთიერებები მცენარეში ორ ერთმანეთისაგან დაცალკევებულ სისტემაში ტრანსპორტირდება.
• წყალი და გახსნილი მინერალური მარილები ქსილემის ჭურჭლებში მოძრაობს.
წყალი ნიადაგიდან ფესვის ბუსუსების უჯრედებით შეიწოვება ოსმოსურად.
წყალი ქვევიდან ზევით მოძრაობს, რადგან მცენარის წვერში არსებული ფოთლები აორთქლებენ წყალს. ამ პროცესს ტრანსპირაციას უწოდებენ.
წყლის ამ დინებას ტრანსპირაციის დინება ეწოდება.
• საკვები ნივთიერებები, როგორიცაა ფოთლებში წარმოქმნილი შაქრები ორი მიმართულებით – ზევით და ქვევით ტრანსპორტირდება ფლოემის უჯრედებში.
საკვებ ნივთიერებებს უჯრედები ზრდისათვის იყენებენ, ჭარბი საკვები კი ინახება მცენარის სამარაგო ორგანოებში, მაგალითად, ფესვებში.
წყალი ქსილემით ადის ზევით,
საკვები ნივთიერებები ფლოემით ზევით და ქვევით გადაადგილდებიან.
დაიხსომეთ, რომ ფლოემაში საკვები ნივთიერებები ტრანსპორტირდება.
|
 |
ტრანსპირაცია
ტრანსპირაცია არის წყლის ორთქლის კარგვა ფოთლების ზედაპირიდან.
ტრანსპირაციის სიჩქარე მაღალია სიცხეში, მშრალ და ქარიან ამინდში.
ხელსაწყო ფოტომეტრით შესაძლებელია გაიზომოს ყლორტის მიერ წყლის შეთვისების სიჩქარე.
მცენარეს მოაჭრიან ყლორტს და ჩადებენ აპარატში, რომელსაც წყალში დებენ, რათა დაიცვან სისტემა ჰაერის შეღწევისაგან.
გადაბმის ადგილებს ვაზელინით გაპოხავენ ჰერმეტულობის დაცვის მიზნით.
ზომავენ მანძილს, რომელსაც წყალი გაივლის კაპილარულ მილში დროის მოცემულ მონაკვეთში.
რაც მეტია ეს მანძილი, მით უფრო სწრაფად შეითვისებს ყლორტი წყალს, მაშასადამე, მით უფრო მაღალია ტრანსპირაციის სიჩქარე.
|
 |
ფოთლის სტრუქტურა
ფოთლის ფუნქცია არის ფოტოსინთეზის წარმოება.
მესრისებური უჯრედები ფოთლის ზედაპირთან მდებარეობენ და მათ დიდი ოდენობით სინათლის აბსორბცია შეუძლიათ.
ისინი მრავალ ქლოროპლასტს შეიცავენ.
ძარღვებში არსებული ქსილემის ჭურჭლებიდან წყალი შედის ფოთოლში.
წყალი დიფუზიით შედის საჰაერო სივრცეში და მესრისებური უჯრედებისკენ მიემართება.
წყლის ორთქლის ნაწილი ორთქლდება ფოთლის ზედაპირიდან პაწაწინა ხვრელების, ბაგეების გავლით.
ისინი უმთავრესად ფოთლის შიდა მხარეს მდებარეობენ, სადაც მეტი სიგრილეა.
ჰაერიდან ნახშირორჟანგი ბაგეების ხვრელის გავლით შედის ფოთოლში.
ხვრელის ზომას ბაგის ჩამკეტი უჯრედები აკონტროლებენ.
თუკი მცენარეს ჭარბად აქვს წყალი, ჩამკეტი უჯრედები გაბერილია და ღია. ბაგის ხვრელიდან მცენარეში თავისუფლად შედის ნახშირორჟანგი.
თუკი მცენარეს აკლია წყალი, ჩამკეტი უჯრედები რბილი (მოშვებული) ხდება, ბაგეები იხურება, რათა შემცირდეს წყლის აორთქლება.ეს ჭკნობისგან იცავს მცენარეს.
წყლის აორთქლებას აფერხებს წყალგაუმტარი ცვილისებური კუტიკულაც.
მშრალ ადგილებში მზარდ მცენარეებს (მაგალითად, კაქტუსებს) სქელი კუტიკულა აქვთ.
|
 |
|
|
|