ტოქსიკური ნარჩენი პროდუქტების გამოყოფა
ნახშირორჟანგი სუნთქვის შედეგად წარმოქმნილი ტოქსიკური ნარჩენია. მისი გამოყოფა სხეულიდან ფილტვების საშუალებით ხდება, ამოსუნთქვის პროცესში. ამ დროს მცირეოდენი წყლის ორთქლიც გამოიყოფა.
შარდოვანას წარმოქმნა ღვიძლში ხდება. ეს ტოქსიკური ნარჩენი პროდუქტი ჭარბი ამინომჟავების დაშლის შედეგად წარმოიქმნება.
სისხლის ნაკადს შარდოვანა ჯერ თირკმელებში მიაქვს, შემდეგ კი შარდთან ერთად გარეთ გამოიყოფა.
შარდი დროებით შარდის ბუშტში გროვდება.
შარდი თირკმლის მილაკებში სისხლის ულტრაფილტრაციით წარმოიქმნება, შემდეგ ხდება საჭირო ნივთიერებების (როგორიცაა, მაგალითად, გლუკოზა, წყალი და მასში გახსნილი იონები) შერჩევითი რეაბსორბცია სისხლში.
შარდი შეიცავს წყალს, შარდოვანას და ზოგიერთ მარილს იონების სახით. შარდში არ უნდა იყოს ცილა ან გლუკოზა. ცილის მოლეკულები საკმარისად დიდია იმისათვის, რომ სისხლიდან გამოიფილტროს; გლუკოზა კი რეაბსორბციას განიცდის – თირკმლის მილაკებიდან კვლავ სისხლს უბრუნდება.
შარდში ცილის არსებობა თირკმლის დაავადებაზე მიუთითებს, გლუკოზის არსებობა კი დიაბეტის მანიშნებელია.
შარდის კონცენტრაცია წყლის შემცველობაზეა დამოკიდებული. ცხელ ამინდში, როცა სხეული დიდი ოდენობით წყალს კარგავს ოფლის სახით, შარდი ნაკლები გამოიყოფა, მაგრამ კონცენტრირებული.
თუკი სისხლში მკვეთრად დაიკლებს წყლის შემცველობა, ჰიპოფიზი გამოყოფს ანტიდიურეზულ ჰორმონს – ADH–ს.
ADH იწვევს წყლის რეაბსორბციას თირკმელების მიერ და შარდი კონცენტრირებული ხდება. თუკი წყლის შემცველობა სისხლში დაიწევს, გამოიყოფა ADH თირკმელებიდან ნაკლები წყალი გაიწოვება, ამიტომ წარმოქმნილი შარდი უფრო განზავებული იქნება. |