აირჩიეთ ენა: ENGLISH | ქართული
skoool™ Georgia logos Ministry of education NCAC INTEL
 

 
skoool updates
იხილეთ ზოგიერთი სასწავლო ობიექტი

კუთხის სახეები

ნერვული რკალი

პერიოდული სისტემა

სამყაროს წარმოშობა

კომეტები
 
skoool™.com
emis.ge

« უკან დაბრუნება 
ნერვული სისტემა (მაღალი საფეხური)
გრძნობათა ორგანოები და სტიმული | ცენტრალური ნერვული სისტემა | რეფლექსური მოქმედებები | თვალი
 
გრძნობათა ორგანოები, სტიმული

ნერვული სისტემის საშუალებით ადამიანი აღიქვამს გარემოში მომხდარ ცვლილებებს და რეაგირებს მათზე. ნეირონების (ნერვული უჯრედების) მეშვეობით ნერვული სისტემა აგზავნის ელექტრულ იმპულსებს და კოორდინირებას უწევს ქცევას.

სტიმული გარემოში მომხდარი ცვლილებაა.
სხეულის სპეციფიკური უჯრედები, რომელთაც რეცეპტორებს უწოდებენ აღიქვამენ სტიმულს. რეცეპტორები გრძნობათა ორგანოებშია ლოკალიზებული.

 
გრძნობები
 გრძნობათა ორგანო  სტიმული
 მხედველობა   თვალი  სინათლე
 სმენა  ყური  ბგერა
 წონასწორობა  ყური  სხეულის მდებარეობის შეცვლა
 გემო  ენა   ქიმიური ნივთიერებები
 ყნოსვა   ცხვირი   ქიმიური ნივთიერებები
 შეხება  კანი   შეხება, წნევისა და ტემპერატურის ცვლილება

 

ცენტრალური ნერვული სისტემა

ცენტრალური ნერვული სისტემა (ცნს) თავისა და ზურგის ტვინისაგან შედგება.

ცნს–დან გამოდის ნერვები. თითოეული ნერვი კონად შეკრული ნეირონების მორჩებისაგან შედგება, რომელსაც საიზოლაციო გარსი აკრავს.

ინფორმაცია რეცეპტორებიდან თავის ტვინს მგრძნობიარე (სენსორული) ნეირონებით გადაეცემა. თავის ტვინი კოორდინირებას უწევს საპასუხო რეაქციას და მამოძრავებელი (მოტორული) ნეირონებით აგზავნის "შეტყობინებას" ეფექტორ ორგანოსთან – კუნთთან ან ჯირკვალთან.

10.8_motor_neurone
რეფლექსური მოქმედებები

ზოგიერთი საპასუხო რეაქცია სტიმულზე ავტომატური და მყისიერია (მაგალითად, თვალის ხამხამი ან მორიდების რეაქცია ცხელ საგანთან შეხებისას). ამას რეფლექსურ მოქმედებებს უწოდებენ და ისინი ხშირად საშიშროებისგან იცავენ სხეულს.  

რეფლექსური მოქმედებები ხშირად მხოლოდ სამ ნეირონს მოიცავენ – სენსორულ, ჩართულ და მოტორულ ნეირონებს.

ნეირონებს შორის არსებულ ნაპრალს სინაფსი ეწოდება.

როდესაც იმპულსი აღწევს ნეირონის დაბოლოებას, გამოიყოფა ქიმიური ნივთიერება, რომელიც სინაფსის გავლით, დიფუზურად გადადის მეზობელ ნეირონზე და ჩართავს ახალი იმპულსის გაგზავნის მექანიზმს.

მიაღწევს რა იმპულსი ეფექტორთან, კუნთი იკუმშება. თუკი ეფექტორი ორგანო ჯირკვალია, ის იმპულსზე ქიმიური ნივთიერების სეკრეციით პასუხობს.

მაგალითისათვის განვიხილოთ მუხლზე ხელის დაკვრის რეფლექსი: 

სტიმული  → რეცეპტორი → სენსორული ნეირონი → კოორდინატორი → მოტორული ნეირონი → ეფექტორი → პასუხი

მუხლის ქვემოთ ხელის დაკვრა → ფეხი  → სენსორული ნეირონი → ზურგის ტვინი →  მოტორული ნეირონი → ბარძაყის კუნთი → ფეხის გაშლა

10.8_reflex_arc_V2

თვალი

 


თვალის ნაწილი
სტრუქტურა და ფუნქცია
ბადურა სინათლის მიმართ მგრძნობიარე გარსი თვალის ფსკერზე; შეიცავს რეცეპტორებს, რომლებიც სინათლეს ნერვულ იმპულსებად გარდაქმნიან.
ბროლი აფოკუსირებს სინათლეს ბადურაზე.
იოგი ადგილზე ამაგრებს ბროლს.
წამწამოვანი კუნთები  ფოკუსირებისას ფორმას უცვლის ბროლს. კუნთები იკუმშება ახლომდებარე საგანზე ფოკუსირებისას და დუნდება დაშორებულ საგნებზე ბროლის ფოკუსირების დროს.
ფერადი გარსი თვალის ფერადი ნაწილი, რომელიც აკონტროლებს თვალში შესული სინათლის ოდენობას გუგის ხვრელის დიამეტრის ცვლილებით.
გუგა ხვრელი, რომლის გავლით სინათლე შედის თვალში.
სკლერა თვალის გარეთა, მკვრივი, თეთრი გარსი.
რქოვანა სკლერის წინა, ამობურცული, გამჭვირვალე ნაწილი, რომელიც ატარებს სინათლეს. მისი ამოზნექილი ზედაპირი ხელს უწყობს სინათლის ფოკუსირებას ბადურაზე.
მხედველობის (ოპტიკური) ნერვი   შეიცავს სენსორულ ნეირონებს, რომლებიც გაატარებენ იმპულსებს ბადურიდან თავის ტვინისკენ.

 

10.8_eye_V2

Copyright © 2011 Intel Corporation  skoool-ის შესახებ  მხარდამჭერთა შესახებ  კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება