|
 |
|
 |
|
 |
 |
 |
|
 |
|
|
|
|
სისხლი | გული | სისხლძარღვები |
|
სისხლი
სისხლის მიმოქცევის ერთ–ერთი ფუნქციაა ნივთიერებათა ტრანსპორტირება მთელს ორგანიზმში.
სისხლი შედგება თხევადი ნაწილისაგან – პლაზმისაგან, რომელიც შეიცავს სისხლის თეთრ უჯრედებს (ლეიკოციტებს), სისხლის წითელ უჯრედებს (ერითროციტებს) და სისხლის ფირფიტებს (თრომბოციტებს).
ბევრი ნივთიერება პლაზმაში გახსნილი ფორმით ტრანსპორტირდება. ეს ნივთიერებებია:
-
ნახშირორჟანგი, რომელიც ორგანოებიდან ფილტვებში გადაიტანება
-
მონელებული ხსნადი საკვები პროდუქტები, რომლებიც წვრილი ნაწლავებიდან სხეულის სხვა ორგანოებს მიეწოდება
-
შარდოვანა, რომელიც ღვიძლიდან თირკმელებში გადაიტანება
სისხლის თეთრი უჯრედები სხეულის დამცავი სისტემის ნაწილია, რომლებიც მიკროორგანიზმებისაგან იცავენ ორგანიზმს. მათ აქვთ ბირთვი.
სისხლის ფირფიტები უჯრედთა ფრაგმენტებია. ისინი ჭრილობის ადგილას სისხლის შედედებაში მონაწილეობენ. მათ არ გააჩნიათ ბირთვი.
სისხლის წითელ უჯრედებს ჟანგბადი გადააქვთ ფილტვებიდან ორგანოებში. მათ არ გააჩნიათ ბირთვი. ისინი შეიცავენ წითელ პიგმენტს – ჰემოგლობინს. ფილტვებში ჟანგბადი უკავშირდება ჰემოგლობინს და წარმოიქმნება ოქსიჰემოგლობინი. სხვა ორგანოებში ჟანგბადი გამოთავისუფლდება ამ ნაერთიდან, რადგან ხდება ოქსიჰემოგლობინის დაშლა ჟანგბადისა და ჰემოგლობინის მოლეკულებად.
|
გული
გული მთელს სხეულში გადატუმბავს სისხლს. გულის კედლები კუნთოვან ბოჭკოებს შეიცავს.
ქვემოთ, დიაგრამაზე გულის აგებულებაა გამოსახული.
სისხლი გულში ვენებით შედის მარჯვენა წინაგულში, რომლის შეკუმშვის შემდეგ სისხლი მარჯვენა პარკუჭში გადადის.
შემდეგ პარკუჭი იკუმშება, სისხლი ტოვებს გულს ფილტვის არტერიით და ფილტვებისკენ მიემართება. აქ სისხლი თავისუფლდება ნახშირორჟანგისაგან და "იტვირთება" ჟანგბადით.
ფილტვებიდან წამოსული სისხლი გულის მარცხენა წინაგულში შედის, იქიდან კი მარცხენა პარკუჭში გადაისროლება. გულის ამ კამერას ძალზე სქელი კედლები აქვს, რადგან აქედან სისხლი მთავარი არტერიის – აორტის საშუალებით მთელი სხეულის შემოსავლელად გადაიტყორცნება.
გულს აქვს სარქველები, რომლებიც სისხლის სათანადო მიმართულებით მოძრაობას უზრუნველყოფენ.
შეიძლება ითქვას, რომ გული ორმაგი ტუმბოა: მარჯვენა ნახევარი სისხლს ფილტვების მიმართულებით ტუმბავს, მარცხენა ნახევარი კი მთელი სხეულის შემოსავლელად გადატუმბავს სისხლს. ამას ორმაგ ცირკულაციას უწოდებენ.
|
.jpg)
|
სისხლძარღვები
სისხლი გულიდან ორგანოებისკენ არტერიების გავლით მიემართება, გულში კი ვენებით ბრუნდება.
არტერიებს სქელი კედლები აქვთ, რომლებიც ელასტიკურ ბოჭკოებს და კუნთებს შეიცავენ. სისხლით ავსებისას ელასტიკური ბოჭკოები იჭიმება, სისხლის გადადინების შემდეგ კი
კუნთები არტერიებს საწყის ფორმას უბრუნებენ.
ვენების კედლები შედარებით თხელია, რადგან მათში წნევა, არტერიებთან შედარებით, დაბალია. ვენების დიდ ნაწილს აქვს სარქველები, რომლებიც ხელს უშლის სისხლის უკუდინებას.
კაპილარები ერთმანეთთან აკავშირებენ არტერიებსა და ვენებს. მათი სანათური ძალზე ვიწრო და თხელკედლიანია. სხეულის ქსოვილთა უჯრედები საჭირო ნივთიერებებს, როგორიცაა ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები, კაპილარის კედლების გავლით ღებულობენ სისხლიდან. უჯრედში წარმოქმნილი ნივთიერებები კი, მაგალითად, ნახშირორჟანგი დიფუზიის მეშვეობით გადადის სისხლში.
|
|
|
|