|
 |
|
 |
|
 |
 |
 |
|
 |
|
|
|
|
ცხოველური უჯრედები | მცენარეული უჯრედები | სპეციალიზებული უჯრედები
|
ცხოველური უჯრედები
ყველა ცხოველი და მცენარე უჯრედებისაგან შედგება.
დიაგრამაზე გამოსახულია ცხოველური უჯრედი.
ცხოველურ უჯრედებს აქვთ:
-
ბირთვი, რომელიც უჯრედის მოქმედებას აკონტროლებს
-
ციტოპლაზმა: ქიმიური რეაქციების უმრავლესობა სწორედ აქ მიმდინარეობს. ქიმიურ რეაქციებს ფერმენტები წარმართავენ.
-
უჯრედული მემბრანა, რომელიც აკონტროლებს – რა შედის უჯრედში და რა გამოდის უჯრედიდან გარეთ.
-
მიტოქონდრიები: ციტოპლაზმაში მოთავსებულ ამ სტრუქტურებში მიმდინარეობს უჯრედული სუნთქვა და გამოთავისუფლდება ენერგია.
|

|
მცენარეული უჯრედები
დიაგრამაზე გამოსახულია მცენარეული უჯრედი. მცენარის უჯრედებს დამატებით აქვთ:
მათში ხშირად გვხვდება:
-
მწვანე პიგმენტის – ქლოროფილის შემცველი ქლოროპლასტები. ქლოროფილი შთანთქავს ფოტოსინთეზისათვის საჭირო სინათლის ენერგიას.
-
უჯრედის წვენით სავსე ვაკუოლი, მუდმივი კომპონენტი, რომელიც ასევე სიმტკიცეს ანიჭებს მცენარის უჯრედს.
|

|
სპეციალიზებული უჯრედები
სხვადასხვა ტიპის უჯრედები განსხვავებულად გამოიყურებიან, რადგან თითოეული უჯრედი საკუთარ ფუნქციასთან არის მორგებული, ანუ სპეციალიზებულია.
მსგავსი უჯრედები, რომლებიც ერთ და იმავე ფუნქციას ასრულებენ, ქსოვილებად ერთიანდებიან.
სხვადასხვა ქსოვილი ერთად ფუნქციონირებს ორგანოებში.
ერთად მომუშავე სხვადასხვა ორგანო ქმნის ორგანოთა სისტემებს.
მაგალითად, კუნთის უჯრედები ქმნიან კუნთოვან ქსოვილს. გული შედგება კუნთოვანი, ნერვული და შემაერთებელი ქსოვილებისაგან; თვით გული კი მიმოქცევის სისტემის შემადგენლობაში შედის.
|
 |
|
|
|