|
 |
|
 |
|
 |
 |
 |
|
 |
|
|
|
|
|
ნედლი ნავთობი | ფრაქციული დისტილაცია | კრეკინგი | პლასტმასა |
|
ნედლი ნავთობი
ნედლი ნავთობი მოიპოვება დედამიწის ქერქში.
ის ძალიან მნიშვნელოვანი ნედლეულია, საიდანაც შეიძლება გამოყოფილ ან მიღებულ იქნას სასარგებლო პროდუქტები.
ნედლი ნავთობი მრავალი ნაერთის ნარევია.
ნარევი ორი ან მეტი ნივთიერებისგან შედგება; ისინი ქიმიურად არ არიან დაკვშირებული ერთმანეთთან. მათი გამოცალკევება შესაძლებელია ფიზიკური მეთოდების საშუალებით. მაგალითად დისტილაციით..
ნედლ ნავთობში შემავალ მოლეკულათა უმრავლესობა ნახშირწყალბადებია.
ნახშირწყალბადები მხოლოდ წყალბადის და ნახშირბადის ატომებისგან შედგება.
ალკანები ნახშირწყალბადების ერთ-ერთი კლასია. ყველა ნახშირბადატომი, რომელიც მონაწილეობს ამ კლასის ნაერთთა მოლეკულის ჩონჩხის წარმოქმნაში დაკავშირებულია ერთმანეთთან ერთმაგი ბმით. ნაერთებს, რომლებიც მხოლოდ ერთმაგ ბმებს შეიცავენ ნაჯერი ნაერთები ეწოდებათ.
|
 |
ნახშირწყალბადების სხვა კლასი თავის სტრუქტურაში ორმაგ ბმას შეიცავს. ისინი უჯერ ნახშირწყალბადებს მიეკუთვნებიან და მათ ალკენებს უწოდებენ.
თავიანთ სტრუქტურაში ორმაგი ბმის გამო ალკენები ქიმიურად ძალიან აქტიურები არიან. ისინი გამოიყენებიან სხვა ნაერთების მისაღებად.
ტესტი უჯერობაზე
თუ ბრომიან წყალს დავამატებთ ნაჯერ ნახშირწყალბადს, ბრომიანი წყალი ფერს არ იცვლის და რჩება მოყვითალო-ყავისფერი, მაგრამ თუ ნახშირწყალბადი უჯერია, ბრომიანი წყალი ხდება უფერო, რადგან ორმაგი ბმა წყდება და იერთებს ბრომის ატომებს.
|
 |
ფრაქციული დისტილაცია
ნედლ ნავთობში შემავალი ნახშირწყალბადების მოლეკულები სხვადასხვა ზომისაა. მათი მსგავსი ზომის მოლეკულების ჯგუფებად დაყოფა შესაძლებელია ფრაქციული დისტილაციით.
გამოყოფილ ჯგუფებს ფრაქციები ეწოდებათ. მრავალი ფრაქცია გამოიყენება როგორც საწვავი.
ნებისმიერი ნახშირწყალბადის წვის შედეგად ატმოსფეროში ნახშირორჟანგი და წყალი გამოიყოფა.
CH4 |
+ |
2O2 |
—› |
CO2 |
+ |
2H2O |
მეთანი |
+ |
ჟანგბადი |
—› |
ნახშირორჟანგი |
+ |
წყალი |
ბევრი საწვავი შეიცავს გოგირდსაც. როცა ის იწვის წარმოიქმნება გოგირდის დიოქსიდი.
S |
+ |
O2 |
—› |
SO2 |
|
გოგირდი |
+ |
ოქსიდი |
—› |
გოგირდის დიოქსიდი |
|
ნახშირორჟანგი ზრდის სათბურის ეფექტს და შეუძლია გლობალური დათბობა გამოიწვიოს.
გოგირდის დიოქსიდს შეუძლია მჟავე წვიმა გამოიწვიოს.
ფრაქციული დისტილაციის დროს ნავთობს აორთქლებამდე აცხელებენ მაღალ სვეტში.
მოკლეჯაჭვიანი ნაერთები უფრო აქროლადები არიან და პირველები ორთქლდებიან, რადგან დაბალი დუღილის ტემპერატურა ახასიათებთ. ისინი მაღლა ადიან სვეტში და იქ გროვდებიან. ეს ნივთიერებები ადვილად ინთებიან და ყველაზე აალებადები არიან.
ნაერთები, რომლებიც უფრო გრძელ ნახშირბადოვან ჯაჭვს შეიცავენ, უფრო მაღალი დუღილის ტემპერატურით ხასიათდებიან და ისინი სვეტის ქვედა ნაწილში გროვდებიან. ეს ნაერთები უფრო ბლანტი (ნაკლებად დენადი) და ნაკლებად აალებადები არიან.
|

|
კრეკინგი
გრძელჯაჭვიანი ნახშირწყალბადები საწვავთან შედარებით ნაკლებად გამოიყენებიან, რადგან ეს ნივთიერებები ადვილად არ ინთებიან, მაგრამ შეიძლება გაიხლიჩონ უფრო გამოსადეგ მოკლეჯაჭვიან ნახშირჭყალბადებად. ამ პროცესს კრეკინგი ეწოდება.
კრეკინგის დროს ნახშირწყალბადებს აცხელებენ და წარმოქმნილ ორთქლს ატარებენ ცხელი კატალიზატორის თავზე.
კრეკინგის ზოგიერთი პროდუქტი გამოიყენება როგორც საწვავი, ზოგიერთისგან კი ამზადებენ პლასტმასებს.
|
C10 H22 |
კრეკინგი |
C8 H18 |
+ |
C2 H4 |
|
|
|
————› |
|
|
|
|
|
დეკანი |
|
გამოიყენება საწვავში |
|
ეთენი გამოიყენება პოლიეთილენის წარმოებაში |
|
|
პლასტმასები
პლასტმასები ძალიან გრძელ მოლეკულებს წარმოადგენენ, რომელთაც პოლიმერები ეწოდებათ. ისინი წარმოიქმნებიან მრავალი პატარა მოლეკულის - მონომერის შეერთებით. შეერთების პროცესს პოლიმერიზაცია ეწოდება.
მაგალითად, როცა მრავალი ეთილენის მოლეკულა ერთდება პოლიეთილენი წარმოიქმნება.
პოლიეთილენი ცელოფანის პარკებისა და ბოთლების დასამზადებლად გამოიყენება.
როდესაც მრავალი პროპილენის მოლეკულა ერთდება პოლიმერი, სახელად პოლიპროპილენი, მიიღება.
პოლიპროპილენი გამოიყენება შესაფუთი ყუთებისა და თოკების დასამზადებლად.
როდესაც პოლიმერი წარმოიქმნება მონომერების შეერთებით და ამ დროს არ წარმოიქმნება თანაური პროდუქტი, პროცესს მიერთებითი პოლიმერისზაცია ? ეწოდება. რეაქციის ტოლობაში მოცემულია ასეთი პოლიმერის მიღება.
|
 |
უჯერი მონომერების ორმაგი ბმები წყდება, რის ხარჯზეც მათ შეუძლიათ ერთმანეთთან მიერთება და ნაჯერი პოლიმერის წარმოქმნა. ყურადღება მიაქციეთ პოლიმერის ბოლოებში არსებულ თავისუფალ ბმებს.
პლასტმასებს ფართოდ იყენებენ, რადგან შესაძლებელია მათთვის ფორმის მიცემა, ისინი მსუბუქები არიან და არ განიცდიან კოროზიას.
მაგრამ ძნელია მათი გადაყრა, რადგან ისინი ქიმიურად მედეგები არიან და არ იხრწნებიან (იშლებიან). . ისინი არ არიან ბიოდეგრადირებადი, წვის დროს კი ატმოსფეროში გამოყოფენ ტოქსიურ აირებს .
|
|
|
|